26 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
კანიბალიზმში ბრალდებული ესპანელი მამაკაცის მსხვერპლი მისივე დედა გახდა

მამაკაცს, რომელმაც მადრიდში 2019 წელს დედა მოკლა, დაანაწევრა და სხეულის ნაწილები შეჭამა, სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სკანდალური საქმის დეტალები 2 წლის განმავლობაში ქვეყნის ყურადღების ცენტრში იყო. 

პოლიცია მადრიდში, მის სახლში, პირველად 2019 წელს მივიდა, 60 წლის მარია სოლედად გომესის გაუჩინარების გამო.

გამოძიებამ და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ალბერტო გომესმა დედამისი დაახრჩო, რის შემდეგაც დაანაწევრა და ორი კვირის განმავლობაში გვამის ნაწილებით იკვებებოდა.

სასამართლოზე დამნაშავემ განაცხადა, რომ მკვლელობის მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იყო.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები