19 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ფრთხილად უნდა ვიყოთ, ე.წ. დელტა შტამის საგანგაშო მაჩვენებელია ბრიტანეთშიც, სადაც 60%-ზე მეტია აცრილი - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი "დღის კურიერის" ეთერში ე.წ. დელტა შტამზე და მის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს.

"ე.წ. დელტა შტამთან დაკავშირებით საქართველო ფრთხილად უნდა იყოს. დღეს გაერთიანებულმა სამეფომ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნაჩვენებია, რომ აცრილი მოსახლეობაც კი ხშირად ინფიცირდება.  საქართველოში აცრილთა რიცხვი კი ძალიან დაბალია. გაერთიანებულ სამეფოში 60%-ზე მეტია აცრილი და იქ დელტას შტამი ორჯერ გაიზარდა, თვის განმავლობაში იქნება ძალიან ბევრი. 

ნამდვილად სახიფათია, თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში რამდენად დაბალი მოცვა გვაქვს ჩვენ აცრის,"- აღნიშნა ზაზა წერეთელმა. 

დღის ამბები