04 სექტემბერი 2026,   15:54
ვრცლად
პანდემია და ტურისტული სეზონი - რა ზომებს იღებენ შესაბამისი სამსახურები ბათუმის კლასტერის თავიდან ასაცილებლად

ზაფხულის დადგომის გამო, პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის სულ უფრო პრობლემური ხდება. ტურისტული სეზონის დროს ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ნიღბის ტარების წესი ყველაზე ხშირად ირღვევა, ბათუმია. სპეციალისტების შეფასებით, ზღვისპირა ქალაქში აღარ ახსოვთ შარშანდელი ზაფხული, როდესაც ბათუმში ეპიდაფეთქება მოხდა.

პირბადის გარეშე სიარული პანდემიის დროს გახშირდა დედაქალაქშიც. შრომის ინსპექცია, რომელიც ვალდებულია კოვიდრეგულაციების მასიურ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს, დღეს "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს, ჯანდაცვის უწყების პირველი პირი კი ამბობს, რომ მთავრობა ეკონომიკის გამო დათმობებზე წავიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მოქალაქეებმა ნიღბის ტარებაზე უარი თქვან.

საქართველო, ისევე, როგოც მსოფლიო, გამოწვევის წინაშე ინდოეთიდან გავრცელებულმა ახალმა შტამმა დააყენა. ქვეყანაში დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 10% სწორედ ინდურ შტამს მიეკუთვნება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ვირუსის ამ ფორმამ ქვეყანას საფრთხეები შეუქმნას, რადგან ის დომინანტი შტამი გახდება. რეგულაციების და ვაქცინაციის გარეშე საქართველოს ვირუსთან ბრძოლა გაუჭირდება.

დღის ამბები