26 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
ავღანეთიდან NATO-ს ჯარების გასვლის დაწყების შემდეგ, თალიბანმა ქვეყნის 27 რაიონზე კონტროლი დაამყარა

ავღანეთიდან NATO-ს ჯარების გასვლის დაწყების შემდეგ, თალიბანმა ქვეყნის 27 რაიონზე კონტროლი დაამყარა - "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ჯარებს შორის შეტაკებებით მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.

მხოლოდ ამ კვირაში ბრძოლებს ფარიაბის პროვინციაში, 20 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნიდან კოალიციური ჯარების გასვლის შემდეგ, თალიბანის გარდა ავღანეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებიც ძლიერდება.

საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან გასვლა პირველ მაისს დაიწყო და ეს პროცესი სექტემბერში უნდა დასრულდეს.

დღის ამბები