19 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
"რკინის ბარიერების აღების გარდა, არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა" - ვარლამ გოლეთიანი 4 საათიანი შეხვედრაზე 

ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით ონლაინ-შეხვედრა "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით დაახლოებით, ოთხი საათს განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი საპროტესტო ტალღის ლიდერმა გააკეთა.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, რკინის ბარიერების აღების გარდა, რიონის ხეობის მცველების არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ხეობაში შესვლას, გოლეთიანის თქმით, კომპანია "ენკა" უარს აცხადებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების იქ შესვლაზე.

რიონის ხეობის მცველები პროტესტის გამოხატვას გუმათში განაგრძობენ.

დღის ამბები