აჭარის მთავრობის სახლთან ნამოხვანჰესის აქციაზე დაკავებული ძმებ წულუკიძეებისა და ჭელიძეების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა ავტოკოლონით მსვლელობა აჭარის პროკურატურიდან მთავრობის სახლის მიმართულებით მოაწყვეს.
"თავისუფლება უკანონო პატიმრებს",ეს არის აქციის მთავარი მოთხოვნა.დაკავებულთა ოჯახის წევრების თქმით დაკავებულები ოპოზიციის მხარდამჭერები არიან და სწორედ ამის გამო ხელისუფლებამ უკანონოდ დააპატიმრა ისინი.
აქციაზე შეკრებილები მოუწოდებენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 7 ივლისს ჩანიშნულ პროცესზე მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.