26 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
ავარია თბილისში - ორი ავტომობილის შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი მანქანა სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა

დიდ დოღომში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც  სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები