19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"უმუშევარი იყო, ბოლო ხანებში მარტო ცხოვრობდა" - 200-ლარიანი დახმარების მითვისების ფაქტზე დაკავებულები ამ დრომდე იკითხებიან

პანდემიის პირობებში მთავრობის 200 ლარიანი დახმარების მითვისების ფაქტზე ამ დრომდე იკითხებიან დაკავებულები და მოწმეები.

ერთ-ერთი დაკავებულის, ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარის თამაზ შოშიტაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მის მიმართ წარდგენილ დანაშაულს არ აღიარებს. 

ბრალდებულების ადვოკატები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

"კურიერი" დღეს დანარჩენი დაკავებულების საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა. მათი მეზობლები მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

"50 წლამდეა. უმუშევარი იყო. ბოლო ხანებში მარტო ცხოვრობდა, ისე დედა, ცოლი და შვილი აკითხავდა. არაფერი ცუდი არ შემიმჩნევია," - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის გამო დაწესებული 200-ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის დაკავებულმა სამმა პირმა რამდენიმე ათეული მოქალაქე შეკრიბეს და მათ დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია დაუმზადეს. მონაცემები კი შემოსავლების სამსახურში წარადგინეს. მითვისებულია 10 200 ლარი. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები