27 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
200-ლარიანი დახმარების მითვისებისთვის დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ - 2-მა პირმა ბრალი აღიარა

პანდემიის პირობებში მთავრობის 200-ლარიანი დახმარების მითვისების საქმეზე დაკავებულებს პროკურატურაში ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიების ცნობით, ადამიანთა ჯგუფი პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ თანხებს პირები თაღლითურად ითვისებდნენ.

სახელმწიფო ბრალდება თაღლითობის სქემაზე დაკავებულებს სსკ-ის 2 მუხლს - 180-ე და 362-ე მუხლებს ედავება, რაც თაღლითობას და დოკუმენტაციების გაყალბებას გულისხმობს 

"კურიერის" ინფორმაციით თაღლითობის მუხლით დაკავებული სამი ადამიანიდან 2-მა - ვაჟა ნიაურმა და გივი ბაქრაძემ ბრალი უკვე აღიარა, ხოლო მესამე დაკავებული თამაზ შოშიტაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

დღის ამბები