25 აპრილი 2024,   20:31
ვრცლად
ხობში ორი წლის ბავშვი წყლის ავზში ჩავარდა და დაიხრჩო

უბედური შემთხვევა ხობში - საკუთარ სახლში, წყლის ავზში ორი წლის ბავშვი დაიხრჩო. ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც ისინი "კურიერს" უყვებიან, ბავშვი ეზოში თამაშობდა, რა დროსაც მას სათამაშო ავზში ჩაუვარდა და უბედური შემთხვევაც სწორედ ამის შემდეგ მოხდა. 

ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. 

დღის ამბები