19 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის სამეგრელოში მამა-შვილი დააკავეს

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის სამეგრელოში მამა-შვილი დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, მამა- შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონა კი, სავარაუდოდ, ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან.  "კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია. სოფლის მოსახლეობა დაკავებულების დასჯას ითხოვს. მათ სახლს პოლიცია ახლა იცავს.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. 

დღის ამბები