02 სექტემბერი 2026,   19:24
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 181 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 181 მილიონს გადააჭარბა. COVID-19-ს დღემდე მსოფლიოში 3.9 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან კი განიკურნა 165 მილიონზე მეტი ადამიანი. სულ მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.4 მილიონი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია დადასტურებული, შემდეგ მოდის ინდოეთი, სადაც 30.1 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღის ამბები