02 სექტემბერი 2026,   19:24
ვრცლად
18 გარდაცვლილი და 754 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 754 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 362 937-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5255 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 438 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 705-მდე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 928 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 639 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 289  PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2,1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2,47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2,33%.

დღის ამბები