02 სექტემბერი 2026,   18:49
ვრცლად
სტაბილიზაცია მყიფე აღმოჩნდა - თენგიზ ცერცვაძე მთავრობას გარკვეული რეგულაციების მოხსნისგან თავის შეკავებას მოუწოდებს

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი დღეს 2,1- მეათედი პროცენტია. ანუ ჩატარებული 35 928 ტესტიდან დადებითი აღმოჩნდა 754. გამოჯანმრთელდა 438 პაციენტი.

გასული დღე-ღამის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. რეგულაციების შემსუბუქების პირობებში ეპიდემიოლოგები გვირჩევენ რეგულაციების მკაცრად დაცვას.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სტაბილიზაცია მყიფე აღმოჩნდა.

"ჩვენ მივაღწიეთ სტაბილიზაციას, მაგრამ ეს სტაბილიზაცია აღმოჩნდა მყიფე. თავი უნდა შევიკავოთ ისეთი რეგულაციების მოხსნისგან, რომელიც ეკონომიკაზე არ მოქმედებს,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აღნიშნავს, რომ ეფექტური ვაქცინაცია შესაძლოა კორონავირუსის სენის დამარცხების საწინდარი გახდეს.

"ძირითადად სამი ფაქტორია, რომელიც ინფექციასთან ბრძოლისთვის გვჭირდება: იზოლაცია, ვაქცინაცია და მედიკამენტები, რომელიც შესაძლოა ავადმყოფი გამოაჯანმრთელოს. ეფექტური ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა ამ სენის დამარცხება,"- აღნიშნა ლევან რატიანმა.

დღის ამბები