"ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის" - ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა, სადაც რჩეულთა შორის რჩეული ექიმები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.
პროექტი ითვალისწინებს მედიკოსების წახალისებას, რომლებიც უხილავ მტერთან ათასობით სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. ღონისძიება ექიმთა ლიგის ორგანიზებით ჩატარდა.
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ჯილდო ექიმებისთვის დიდი სტიმულია.
"აღნიშნული ჯილდო არის სტიმული, ეს არის ნომინაცია "საუკუნის ექიმი". ყველასთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით ბრძოლის ველზე მყოფი ადამიანებისთვის, როდესაც გაღიარებენ,"- აღნიშნა ლევან რატიანმა.