19 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი - ბოგდან აურესკუ

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს.

მისივე თქმით, საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი მიულოცა.

"ხაზი გავუსვი, რომ ინკლუზიური პოლიტიკური გარემო, შემდგომი მოდერნიაზაცია და დემოკრატიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის. მე მივესალმე ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილებას, რომ მიეღოთ თავიანთი მანდატები პარლამენტში, როგორც ქვეყნის შიგნით სიტუაციის ნორმალიზაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს. ამავე დროს, მივიჩნევ, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი. ასევე მინდა დავადასტურო რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის მიმართ,"- განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები