გინების და შეძახილების ფონზე დატოვა სასამართლოს შენობა არასრულწლოვნების გაუპატიურებაში ბრალდებულმა მამა-შვილმა.
სენაკის რაიონულ სასამართლოში მოსამართლემ 63 და 36 წლის მამა-შვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. შენობიდან გამოყვანილ ბრალდებულებს ადგილობრივები დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ბრალდებული მამა-შვილის ჩვენება, სადაც წერია, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
დაზარალებული ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შემდეგ სასამართლო პროცესზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
"წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ორთვიანი. ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ, მაგრამ ამით თავიანთ თავს იზიანებენ კიდევ უფრო. იმიტომ, რომ ყველა დასკვნა, ყველა საბუთი, რაც კი დევს, ყველაფერი მათ წინააღმდეგ მოქმედებს. ამიტომ, მათი დუმილის გამოყენება არაფერს არ ნიშნავს. მოვითხოვ, რომ 11 ივლისს იყოს განაჩენი გამოტანილი სამუდამო პატიმრობის,“ - აცხადებს ოჯახის ახლობელი.