დღეს ქართული ხმების სოლისტი ზურა ბაკურაძე დაკრძალეს. ტრაგიკულად დაღუპული მუსიკოსი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. ცერემონიას მისი ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
"კურიერი" რაჭაში იმ ადგილას ჩავიდა, სადაც ტრაგედია მოხდა. შქმერში დღემდე უჭირთ საუბარი, რა მოხდა 23 ივნისს, მდინარე ხეორის ხევში, სადაც ზურა ბაკურაძე ძმასთან და მეგობრებთან ერთად დედის დაკრძალვის შემდეგ იყო წასული.