17 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
"დესტრუქციული თავდასხმა სასამართლო სისტემის მიმართ" - რა ჩაწერეს მოსამართლეებმა განცხადებაში, დღეს გახდება ცნობილი

დესტრუქციული თავდასხმა სასამართლო სისტემაზე - ასე აფასებენ მოსამართლეები ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და განცხადებებს სისტემის მისამართით. დღეს უნდა გავრცელდეს ტექსტი, რომელიც მათ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს.

მოსამართლეები აკრიტიკებენ პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, არასამთავრობოებს და ოპოზიციას.

მიმართვას ხელს 250-მდე მოსამართლე აწერს.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების უმთავრესი ნაწილის მიერ ვრცელდება შეფასებები, რომელიც ძალიან საზიანოა სასამართლოს მიმართ და ეს პირდაპირი იერიშის სახეს იძენს უკვე და ეს არის დესტრუქციული თავდასხმა სასამართლო სისტემის მიმართ. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებლობა, რომ ჩვენ, მოსამართლეები შევიკრიბეთ," - განაცხადა მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ.

დღის ამბები