19 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"საყვედური ვუთხარი და მოვითხოვე ფოტოების წაშლა" - ფოტოგრაფი, რომელსაც მოდელი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, "კურიერთან" კომენტარს აკეთებს

პროფესიის გამოყენება მოდელებთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად - ცნობილი მოდელი უცხოელ ფოტოგრაფს სექსუალური შევიწროების მცდელობაში ადანაშაულებს. სალი ჩხიკვაძე ამტკიცებს, რომ ჰუმან ზაჰედი მოდელებს სახლში ეპატიჟება, ფოტოებს უღებს, შემდეგ კი სურათების საშუალებით აშანტაჟებს.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ უცხოელ სპეციალისტს პოლიციამ სალი ჩხიკვაძის მიმართვის საფუძველზე 30 დღიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

21 წლის ფოტოგრაფი ბრალდებებს უარყოფს და "კურიერთან" ინტერვიუში ირწმუნება, რომ ცუდი განზრახვა არ ჰქონია. ის პოლიციამ უკვე დაკითხა და შემაკავებელი ორდერიც გამოუწერა. ჰუმან ზაჰედს 30 დღის ვადით მოდელთან ყველანაირი კომუნიკაცია აეკრძალა.

"ეს არის სრული სიცრუე, მან გამოაქვეყნა ინსტაგრამზე ფოტოები, რომელიც მე გადავუღე და არ ახსენა ჩემი სახელი, რაც, თავისთავად, საავტორო უფლებების დარღვევაა. საყვედური ვუთხარი და მოვითხოვე ფოტოების წაშლა, შემდეგ კი გვერდის გაუქმება. პასუხად მივიღე ეს ცრუ ბრალდება,"- ამბობს ჰუმან ზაჰედი.

სექსუალური შევიწროების მცდელობაზე "კურიერს" უყვებიან სხვა მოდელებიც, თუმცა მათ ამ ეტაპზე კამერებთან საუბრისგან თავი შეიკავეს.

დღის ამბები