დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდა. დაკავებულია ერთი პირი.
ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი თითქმის 13 ათასი ლარის ღირებულების საქონელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხანგრძლივი პატიმრობა ელის.