04 მაისი 2024,   21:10
ვრცლად
ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის დეტალები - ახალგაზრდა მამაკაცს პოლიციელის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე "კურიერისთვის" ახალი დეტალები გახდა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, ვანო ბანცაძეს სამართალდამცველის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა პოლიციელის ბიძამ ჩაიდინა, რომელიც უკვე დაკავებულია. უცნობია დაკავებულია თუ არა პოლიციელი, რომელსაც მკვლელობის იარაღი ეკუთვნოდა.

ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის შეძენა-ტარებას ითვალისწინებს.

შემთხვევა ზესტაფონში გვიან ღამით მოხდა.

დღის ამბები