19 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
140 000 დოლარი სამშენებლო კოეფიციენტის გასაზრდელად - რას ჰპირდებოდა ჩინოვნიკი ბიზნესმენს ქრთამის სანაცვლოდ

ამბროლაურის საკრებულოს წევრი გივი ქურცუკიძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის სანაცვლოდ მოქალაქეს არწმუნებდა, რომ დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებულ ნებართვის მიღებაში დაეხმარებოდა.

ანტიკორუფციულმა სამსახურმა ჩინოვნიკი იმ დროს დააკავა, როდესაც მან მოქალაქეს წინასწარ მოთხოვნილი, 140 000 დოლარის ნაწილი - 30 000 დოლარი გამოართვა. დაკავებული საკრებულოს წევრი ბრალს არ აღიარებს.

ადგილი, სადაც კერძო პირს მშენებლობა გაზრდილი კოეფიციენტით უნდა დაეწყო, დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს, "კურიერის" ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი ფალიაშვილის ქუჩაზეა.

არ არის გამორიცხული, საქმეში სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.

დღის ამბები