20 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
ბავშვს წყლის ნაცვლად ანტისეპტიკური ხსნარი დაალევინეს- შემთხვევა რუსეთში, რესტორანში მოხდა

რუსეთში, იაკუტსკში ბავშვს წყლის ნაცვლად ანტისეპტიკური ხსნარი დაალევინეს, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. 

სამი წლის ბავშვს რესტორანში "წყალი" მიუტანეს, 2 ყლუპის დალევის შემდეგ ის ავად გახდა. 

მიმტანებმა, თავდაპირველად, ინფორმაცია უარყვეს, შემდეგ კი ყველაფერი დამლაგებელ ქალს დააბრალეს - მათი თქმით, სწორედ მან შეცვალა წყლის ბოთლი ანტისეპტიკური ხსნარით. თავად დამლაგებელი კი ამბობს, რომ ბოთლზე იყო ეტიკეტი, სადაც ხსნარის შესახებ ეწერა, რასაც მიმტანებმა ყურადღება არ მიაქციეს. 

ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე აღძრა. 

დღის ამბები