16 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვე რჩება - სალომე ზურაბიშვილი ”პროევროპული ფრონტის” ხელმძღვანელობას განიხილავს

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო ამბიციები კონსტიტუციის მორიგი დარღვევა იქნება. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციაში ერთიანობის პრობლემაც დგას, რაც საერთო ლიდერის შეთანხმებაში შესაძლოა ბარიერი აღმოჩნდეს.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანება საარჩევნოდ მათ შანსებს გაზრდის. მას ნაწილი ლიდერად, ნაწილი კი პარტნიორად განიხილავს.

განსხვავებულია ”გირჩის” პოზიცია, სადაც მიაჩნიათ, რომ გაერთიანების იდეასთან კავშირი არ აქვთ. პარტიაში აპირებენ, პროცესებს გარედან დააკვირდნენ.

სალომე ზურაბიშვილს, მმართველი გუნდიდან, დღეს, თავისი პოლიტიკური რეიტინგიც შეახსენეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე, ზურაბიშვილის რეიტინგი ამომრჩეველში 1% იყო.

სალომე ზურაბიშვილმა, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და საკუთარ ინიციატივაზე პირველად "სიენენის" ეთერში ისაუბრა. განმარტა, რომ არჩევნებში ჩართვას არ აპირებს, თუმცა მზადაა, ”პროევროპულ ფრონტს” უხელმძღვანელოს.

დღის ამბები