26 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
"ნასვამობის გამო, თავს ვერ ვაკონტროლებდი ხოლმე.." - მცირეწლოვან შვილებზე სექსუალური ძალადობისთვის მამაკაცს 17 წელი მიუსაჯეს

შვილებზე სექსუალური ძალადობისთვის 40 წლამდე მამაკაცს 17 წელი მიუსაჯეს. ირკვევა, რომ კაცი 5 და 7 წლის ბავშვებზე ორი თვის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, ამას კი მესამე - 3 წლის ბავშვი უყურებდა.

არასრულწლოვნები მამასთან სისტემატურად არ ცხოვრობდნენ, მშობლისგან წამოსულებს კი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. ბავშვებმა სექსუალური ძალადობის შესახებ დედას და დეიდას უამბეს. ყოფილი ქმრისგან შემზარავი ქმედებები ბავშვების დედამ არ დაიჯერა და მოძალადეს შვილებთან დარჩენის უფლებას ისევ აძლევდა. ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა დეიდა, რომელსაც მოძალადე სიკვდილით ემუქრებოდა.

მამაკაცი თებერვალში დააკავეს, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვები სოციალურმა სამსახურმა ასობით კილომეტრის მოშორებით, მინდობით აღზრდაში გადაიყვანა.

40 წლამდე მამაკაცმა დახურულ სასამართლო განხილვებზე წარდგენილი ბრალი აღიარა. შემზარავი დანაშაულის მოტივად არაფხიზელ მდგომარეობას ასახელებდა. "კურიერმა" მოიპოვა მისი ჩვენება, რომელიც შემზარავ დეტალებს მოიცავს.

მხოლოდ მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით, საქართველოში სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 70 ბავშვი გახდა. შსს-ს სპეციალურ ბაზაში, ამ დროისთვის, 1828 სექსუალური მოძალადე ირიცხება.


ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები