Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 12:00 საათზე ვერ დაიწყო - რეგისტრაციის პორტალი პარალიზებულია. ამ წუთებში საიტის ტექნიკური განახლება მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენ ხანში ექნებათ მოქალაქეებს შესაძლებლობა ისარგებლონ სპეციალური ვებ-გვერდით, რომლის მეშვეობითაც აცრისთვის დარეგისტრირდებიან.
შეგახსენებთ, რომ Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს იწყება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში Sinopharm-ის ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში Sinovac-ით ვაქცინაცია დაემატება.
Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება.
ვაქცინაციის მსურველმა მოქალაქეებმა რეგისტრაცია პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ.
სისტემური ხარვეზის გამო, უცნობია ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდსტატისტიკაც.