22 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
"რუსთავი 2" დღეიდან რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არცერთ ღონისძიებას არ გააშუქებს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"რუსთავი 2" დღეიდან რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არც ერთ ღონისძიებას აღარ გააშუქებს.

"ჩვენი ტელეკომპანიის ეთერი არასოდეს აღარ დაეთმობა პირებს და მათ ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს.

"რუსთავი 2" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ტელეკომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები. ტელეკომპანია ძალოვან უწყებას მიაწვდის ფიზიკური ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას, სადაც თავდამსხმელთა იდენტიფიცირება მარტივია. "რუსთავი 2" აუცილებლად ყურადღებით დააკვირდება გამოძიების პროცესს, ვიდრე ყველა დამნაშავე კანონის წინაშე არ აგებს პასუხს!" - ნათქვამია "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები