26 აპრილი 2024,   23:11
ვრცლად
ცნობილი იტალიელი მომღერალი რაფაელა კარა გარდაიცვალა

78 წლის ასაკში ცნობილი იტალიელი მომღერალი, რაფაელა კარა გარდაიცვალა.

ტელეკომპანია Rai-ს ინფორმაციით, მომღერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სახლში გარდაიცვალა. მისივე სურვილით, კარას ბოლო პერიოდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალები არ ვრცელდება. 

რაფაელა კარა ბოლონიაში 1943 წლის 18 ივნისს დაიბადა, მან მომღერლის, მოცეკვავის, ტელეწამყვანისა და მსახიობის კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. 

მომღერალი დაქორწინებული არ ყოფილა, თუმცა ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში ჰყავდა პარტნიორი. 

რაფაელა კარა განსაკუთრებით პოპულარული იყო ესპანეთში და სხვა ესპანურენოვან ქვეყნებში. 

დღის ამბები