საქალაქო სასამართლოში უკვე დაიწყო იმ პირების პროცესები, როლებიც 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ შორის არის მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
პარალელურად პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, დაინიშნოს იმ პირების აღმკვეთი, რომლებიც ჟურნალისტებზე ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით აიყვანეს.
"ბრალდების მხარეს თავის შუამდგომლობაში დასაბუთებული აქვს სამივე დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ შემთვევაში ყველა ფაქტობრივი საფუძველი არსებობს. გამოკითხულია ათულობით მოწმე, მოწმეთა ჩვენებების გარდა გვაქვს დათვალიერების, ჩხრეკის ოქმები და საგამოძიებო ქმედების შედეგად მოპოვებული სხვა მტკიცებულებები,"-აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.