08 მაისი 2024,   01:47
ვრცლად
ერაყში სამხედრო ავიაბაზაზბს 14 რაკეტა​ ესროლეს - თავდასხმის დროს 2 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა

ერაყში სამხედრო ავიაბაზაზე თავდასხმის დროს 2 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. ბაზის მიმართულებით, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული, 14 რაკეტა ისროლეს.

განხორციელდა საპასუხო შეტევაც. დაშავებულ ჯარისკაცებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ერაყის თავდაცვის უწყებაში ინციდენტს გმობენ და ბოლო დღეებში დიპლომატიურ მისიებზე მომხდარ თავდასხმებს ტერორისტულ აქტად აფასებენ.

დღის ამბები