20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
ეს ქმედებები გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს - მოსამართლე რომან ხორავა 5 ივლისს ძალადობის მონაწილეებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ილია ქებაძე და თემურ ხარაული ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანამდე 5 ივლისს მომხდარი მოვლენები დაგმო და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სახელით მიიღო.

"მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს," - განაცხადა რომან ხორავამ.

დღის ამბები