08 მაისი 2024,   02:29
ვრცლად
ბავშვებით სავსე მატარებელი რელსებიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა - ინციდენტი ავსტრიაში

ავსტრიაში, მურის ხეობის სარკინიგზო მაგისტრალზე 3 ვაგონიანი მატარებლის ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. 

მატარებელში 54 სკოლის მოსწავლე იმყოფებოდა, მათგან 17-მა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

დაზიანებული ტრანსპორტიდან მოსწავლეების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ინციდენტის სავარაუდო მიზეზად ქარიშხლის დროს რელსების დაზიანება სახელდება.

დღის ამბები