წერეთლის გამზირე მდებარე პოლიციის შენობიდან 16 ივნისს მამაკაცის გადმოვარდნის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
უწყებამ ათობით პირი გამოკითხა და ვიდეომასალები შეისწავლა.
"დაახლოებით 20:50 საათზე, მოქალაქე ლ.გ-მ გამომძიებელს სთხოვა საპირფარეშოში გასვლა. იგი მშვიდად წამოდგა გამომძიებლის მაგიდიდან, მშვიდი მოძრაობით რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და როგორც კი სამუშაო მაგიდას გაცდა, სწრაფად გაიქცა აივნის მიმართულებით, საიდანაც გადახტა. აღნიშნული დასტურდება დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომელჩიც სრულად არის ასახული ლ.გ-ს პოლიციის შენობაში გადაადგილებისა და გადახტომის ფაქტი,"- აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ირაკლი კაჭკაჭიშვილი.
ავტორი: ავთი გვასალია