კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს დამატებით, მესამე დოზა, აცრა არ სჭირდებათ, – აღნიშნულის შესახებ შეერთებული შტატების "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" და "სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის" ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მანამდე, კომპანია Pfizer-მა აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს COVID-19-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციისთვის მოთხოვნით მიმართა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, აცრიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფექციის რისკი კვლავ იზრდება და ამასთან, საშიშროებას ქმნის ე.წ. დელტა ვირუსი.