20 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
92 მედიაორგანიზაცია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

ქართულმა მედიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

"მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.

მივმართავთ დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე," - აღნიშნულია ქართული მედის ერთობლივ განცხადებაში. 

დღის ამბები