20 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
დაპირისპირება "ოცნების" ოფისთან გრძელდება - პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდა 

ხმაური და დაპირისპირება ქართული ოცნების" ოფისთან გრძელდება - პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდა.

აქციის მონაწილეებმა, "ქართული ოცნების" ოფისს კვერცხები და სისხლიანი ბუშტების ესროლეს, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, სხვადასხვა აქციები მას შემდეგ იმართება, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის მედიის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელსაც 5 ივლისს მოძალადეებმა "სირცხვილიას" ოფისში სასტიკად სცემეს.

აქციაზე სდამართალდამცველთა დიდი რტაოდენობაა მობილიზებული. შენობის სიახლოვეს მოხდა ყვითელი ავტობუსების განთავსებაც, რომელშიც პოლიციელები სპეციალური აღჭურვილობითა და ფარებით სხედან. 

 

დღის ამბები