24 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
"თალიბანმა" 22 ავღანელი მებრძოლი დახვრიტა

"თალიბანის" მეომრებმა 22 ავღანელი მებრძოლი დახვრიტეს. ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია კადრები, თუ როგორ გამოდიან იარაღდაყრილი ადამიანები შენობიდან და როგორ ისმის მათ მიმართ შეძახილები, რომ რადიკალურ დაჯგუფებას ჩაბარდნენ.

ჩანაწერმა სულ მცირე ათი ადამიანის სიკვდილი აღბეჭდა. გარდაცვლილები ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ.

ინციდენტი 16 ივნისს, ავღანეთ-თურქმენეთის საზღვართან მოხდა. თალიბებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ვიდეომასალები ყალბია და მთავრობის პროპაგანდას ემსახურება, რათა ხალხს არდანებებისკენ მოუწოდონ.

მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 სექტემბრისთვის ჯარების გაყვანა დააანონსა, თალიბებმა ავღანეთის დაახლოებით 200 რაიონზე კონტროლი აიღეს.

დღის ამბები