20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
"ერთადერთი მოთხოვნა მაქვს, დამნაშავეები უნდა ჩასხდნენ ციხეში" - ვახო სანაიას საქმეზე გადაწყვეტილება 20 ივლისს გამოცხადდება

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 20 ივლისს გამოაცხადებს. დღეს საბოლოო პროცესი გაიმართა, რომელზეც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. 

"მთავარი აქ არის ის, რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, უნდა დაისაჯონ, იმიტომ რომ ამ დაუსჯელობის სინდრომი არის ის, რაც ხდებოდა დედაქალაქის ცენტრში, როდესაც მთავრობამ პირდაპირი შეკვეთა და დავალება მისცა ძალადობრივ ჯგუფებს და უკვე მასობრივად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. მოთხოვნა მაქვს ერთადერთი, რომ დამნაშავეები, რომლებიც ახლა განსასჯელის სკამზე სხედან, ისინი უნდა ჩასხდნენ ციხეში,"- აცხადებს დაზარალებული, ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაისა და მის თანმხლებ პირებს, მცირე წლოვანი ბავშვის თანდასწრებით თებერვალში დაესხნენ თავს. საქმეში ბრალდებულია 3 პირი.

დღის ამბები