26 აპრილი 2024,   22:35
ვრცლად
42 გარდაცვლილი და ათობით დაკარგული ადამიანი, დატბორილი სახლები და მანქანები - გერმანიაში სტიქიას ებრძვიან

გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობას 42 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულია ათობით ადამიანი, მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ხალხის ევაკუაციასა და გადარჩენას.

წყალდიდობამ ყველაზე მეტად რაინლანდ-პფალცი და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია დააზარალა, სადაც შენობები და მანქანები წყლის უხვმა ნაკადმა წალეკა.

ამ ყველაფრის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი რეკორდული ნალექის რაოდენობაა, რომელიც მთელს ევროპას დიდ პრობლემას უქმნის.

გერმანელი პოლიტიკოსი, მალუ დრაიერი აღნიშნულ მოვლენას "კატასტროფას" უწოდებს - "არიან გარდაცვლილები, დაკარგულები და კიდევ უამრავი ადამიანია საფრთხეში, სახელმწიფო მთელი ძალებით ცდილობს მოსახლეობის გადარჩენას." ადგილზე ასევე მუშაობს პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც გადარჩენილებს ეძებს.

წყალდიდობას ებრძვის ნიდერლანდებიც, სადაც ხანგრძლივმა წვიმებმა მდინარეების ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, წყალდიდობამ, ასევე, დააზიანა სახლები და მანქანები.

ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო დიდ ზიანს მოუტანს როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური დათბობა უკვე მიმდინარეობს.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები