საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი იოჰანესბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც "პრაიმტაიმი" წერს, არსებული ინფორმაციით, მას ფილტვები აქვს დაზიანებული და ის ახლა სიცოცხლისათვის იბრძვის.
"საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სიცოცხლისთვის იბრძვის. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება,“ – წერს "ქართული რაგბი“ სოცქსელში.
შეგახსენებთ, 2 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან გამართული მატჩის შემდეგ, ორივე გუნდის რიგებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის, ლევან მაისაშვილიც არის.