ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ AstraZeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი საკმარისად იცავს ვაქცინირებულ პირებს კოვიდის ყველა შტამისაგან.
"ყველა ვაქცინა, მათ შორის AstraZeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საკმარისად სერიოზულად იცავს კოვიდისგან, მისი ყველა შტამისგან.
ორი დოზით ვაქცინირებული, გინდა ეს იყოს Sinopharm-ი გინდათ Sinovac-ი და AstraZeneca, პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ მათ სასიკვდილო ფორმა არ შეხვდებათ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1808 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.17%-ია. ეს ყველაფერი კი საყოველთაო აცრის პარალელურად, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.