20 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
რომელი ვაქცინით იცრებიან სამართალდამცველები - პოლიციელები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ წუთებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იკეთებენ.

სამართალდამცველები "სინოფარმითა" და "სინოვაკით" იცრებიან.

იმუნიზაციის პროცესი, ოფიციალურად, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს. თითოეულ სამედიცინო განყოფილებაში 200-250 თანამშრომლის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი.

 

ავტორი: ნათია გოგიშვილი

დღის ამბები