17 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
ფეროშენადნობთა ქარხანაში დღეიდან საწარმოო მოცულობა 10%- ით გაიზრდება

ფეროშენადნობთა ქარხანაში დღეიდან საწარმოო მოცულობა 10 %- ით გაიზრდება, ექსპლუატაციაში შევიდა უკვე გარემონტებული ერთ-ერთი ღუმელი, რომელიც დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს.

ნათია თურნავა საწარმოს, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ესტუმრა და ახალი ღუმელის გახსნის ცერემონიას დაესწრო. 

"ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ტრადიციული ქართული წარმოებაა, რომელიც უკვე მრავალი წელია, ჩვენს ეკონომიკას ემსახურება, აძლიერებს მას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის. ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად პანდემისა ამ დროს მოხერხდა გაძლიერება და ახალი ღუმელის მწყობრში მიღება და ამოქმედება,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქარხანაში სტუმრობისას.

"ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში, 26-ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას მინიმუმ 25 000 ტონამდე, ანუ 10 % გაზრდის. ამასთან, ახალი ღუმელიდან, წელიწადში 43 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის გამოშვება იგეგმება.

"22,5 მეგა ვატის ღუმელის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან 70 ტონა დამატებით ლითონს მიიღებს ყოველდღიურად. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით წლიურად 25 000 ტონა ლითონი გვექნება. ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქარხნის და ქართული სახელმწიფოს ეკონომიკის სიძლიერისათვის,"- ამბობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი.

ღუმელის კაპიტალური შეკეთების პროექტში სრულიად იყვნენ ჩართულნი ქარხნის თანამშრომლები. ამასთან, ღუმელის ამოქმედებამ დამატებით 20 სამუშაო ადგილი შექმნა.

დღის ამბები