დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით საუბარი არაა ბავშვების ვაქცინაციის დაწყებაზე. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჯერჯერობით არსად არ დაწყებულა ბავშვების ვაქცინაცია, რამდენიმე ქვეყანამ კანადამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ისრაელმა, იტალიამ დაიწყო მოზარდების, ისიც მარტო ერთი ვაქცინით - ფაიზერით, დანარჩენ ვაქცინებზე კვლევები არ არის ბავშვებზე. ერთადერთი ჩინური ვაქცინა გადის მესამე ფაზის კვლევებს 3 წლის ზემოთ ბავშვებში, მაგრამ ჯერ ეს დამთავრებული არაა. ამიტომ ჯერ ბავშვების ვაქცინაციაზე საუბარი არაა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.