20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორთა დაკავების მოთხოვნით ჟურნალისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და პლაკატების გაკვრა სცადეს

5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე, მოძალადე პირების დასჯის მოთხოვნით ჟურნალისტები დღეს პარლამენტთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით სამართალდამცავებმა ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორებიც უნდა დააკავონ.

ასევე მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან პლაკატების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ბიუროს სხდომის პარალელურად ჟურნალისტებმა პარლამენტში შესვლაც მოითხოვეს. საბოლოოდ შენობაში ვახო სანაია რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

დღის ამბები