საქართველოს რკინიგზა 23 ივლისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით, ღამის რეისს ნიშნავს. გადაწყვეტილება მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო იქნა მიღებული.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია.