26 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
შვედეთის მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სქართველოს 3 მოქალაქე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შვედეთის მოქლაქეს დაკარგული აქციების დაბრუნებას დაპირდნენ.

ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა არარეზიდენტი საწარმო დააფუძნეს და თაღლითური სქემა შეიმუშავეს, რის შემდეგაც დაკავებულებმა ჯამში 48 900 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს,"- აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატუსის ცნობით, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.

 

დღის ამბები