20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
"ვერ წარმოიდგენთ, ადამიანები, ვინც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან, როგორ იტანჯებიან, პირდაპირ იხრჩობიან, ეს არის სრული ჯოჯოხეთი" - დევი ტაბიძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ DELTA შტამს ახალი სიმპტომები დაემატა. ექიმის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში სრული ჯოჯოხეთი ხდება და შესაძლოა უახლოეს პერიოდში საექიმო რესურსი ამოიწუროს. 

"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს ადამიანები, ვინც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან როგორ იტანჯებიან. პირდაპირ იხრჩობიან, ეს არის სრული ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთი არამარტო პაციენტებისთვის. ჩვენც ხომ გვინდა ექიმებს არსებობა, არ შეესაბამება ადამიანურ შინაგან ფსიქიკურ და ჯანმრთელობით ფორმას. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ, გავიგე, რომ ექიმის ფიცი დავდეთ, ექიმები უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს ადამიანური რესურსი? რაღაც გარკვეულ პერიოდში ეს რესურსი ამოიწურება და თუ ექიმს ეს რესურსი ამოეწურა, კიდევ უფრო ცუდად წავა საქმე,"- განაცხადა "დღის კურიერში" დევი ტაბიძემ. 

დევი ტაბიძე მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან არსებული მდგომარეობის დასაძლევად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. მედიკოსი განმარტავს, რომ ვაქცინას აქვს ორი შედეგი. იმ შემთხვევაში, თუ აცრილ პაციენტს ვირუსი მაინც შეხვდა, ის გადამდები არ იქნება და მეორე, რაც ყველაზე მთავარია, აცრილი ადამიანი დაცულია სიკვდილისგან.

"ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ ახალშობილები დავკარგოთ? გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 6 ათასამდეა. საქართველოში 6 ათასი კაცი გრიპით დაგეღუპოს, ეს არის ძალიან ცუდი შედეგი. ერთადერთი საშუალება გვაქვს  - ვაქცინა. კიდევ ერთხელ გაუბნებით, ვაქცინის შედეგი არის, რომ დამემართება, არ გახვდები სარეანიმაციო და უკიდურეს შემთხვევაში არ გარდავიცვლები, ეს მესიჯად უნდა მიიღოს ადამიანმა,"- განმარტა დევი ტაბიძემ "დღის კურიერში". 

დღის ამბები