02 სექტემბერი 2026,   13:13
ვრცლად
ხობში პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ მოჭიდავეს, ვარლამ კვარაცხელიასა და ზაზა დათეშიძეს პატიმრობა შეეფარდათ

ხობში პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ მოჭიდავეს - ვარლამ კვარაცხელიასა და ზაზა დათეშიძეს ფოთის სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. კვარაცხელიას ოჯახში მომხდარს უარყოფენ და ამბობენ, რომ დაკავებულები მხოლოდ ჩხუბის გაშველებაში იღებდნენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ კონფქლიტი ხობის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მოხდა, სადაც სამართალდამცავებმა სულ 4 პირი დააკავეს. მათგან ორი სპორტსმენი - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და მოჭიდავე ნიკა ყორშია არიან, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით დღეს გაათავისუფლებენ. რაც შეეხებათ ვარლამ კვარაცხელიასა და ზაზა დათეშიძეს, მათ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.  

დღის ამბები